Wednesday, December 12, 2012
Sunday, December 2, 2012
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: დედამიწა-ჩვენი საერთო სახლი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით ;დავიცვათ გარესამყარო,ჩვენი პლანეტა,ბუნება.დავიცვათ დედამიწა,ნიშნავს გავუფრთხილდეთ კაცობრიობის ისტორიას.
პროექტის აქტუალობა: გახშირებული ტექნოგენური თუ ბუნებრივი კატაკლიზმები თვალნათლივ მოწმობენ,თუ როგორი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი პლანეტა.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაითავისონ გარესამყაროსადმი და ბუნებისადმი სათუთი და მზრუნველი დამოკიდებულება.გაიცნონ საკუტარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები ქვეყნის და გარესამყაროს მიმართ.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გაეზრდებათ გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება,აუმაღდებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა,დასუფთავდება სკოლის ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები,დაირგვება ნარგავები.გამოუშვებენ კედლის გაზეთს და დამუშავდება საკონფერენციო თემა,შეიქმნება საპრეზენტაციო სლაიდ-შოუ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი,ენციკლოპედია,წიგნები,პროექტორი,ნარგავები,ფორმატის ქაღალდები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეთა დაყოფა ხდება ჯგუფებად. ბავშვები ასუფთავებენ სკოლის ეზოს და შემოგარენს.სკოლის ეზოში რგავენ ნერგებს,უსვებენ კედლის გაზეთს,ატარებენ შიდასასკოლო კონფერენციას გარემოს დაცვის შესახებ(მათ მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით).
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ბიოლოგია,სამოქალაქო განათლება.ისტ.შეძლონ უცხო ენაზე მოძიებული მასალის სხვისთვის გადაცემა,ნასწავლის გამოყენება პრაქტიკაში.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):გეოგრაფიის პედაგოგი მაია პირველი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maiapirveli1@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:maiapirveli.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)
.jpg)