Sunday, December 2, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: დედამიწა-ჩვენი საერთო სახლი

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით ;დავიცვათ გარესამყარო,ჩვენი პლანეტა,ბუნება.დავიცვათ დედამიწა,ნიშნავს გავუფრთხილდეთ კაცობრიობის ისტორიას.

პროექტის აქტუალობა: გახშირებული ტექნოგენური თუ ბუნებრივი კატაკლიზმები თვალნათლივ მოწმობენ,თუ როგორი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი პლანეტა.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაითავისონ გარესამყაროსადმი და ბუნებისადმი  სათუთი და მზრუნველი დამოკიდებულება.გაიცნონ საკუტარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები ქვეყნის და გარესამყაროს მიმართ.

მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გაეზრდებათ გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება,აუმაღდებათ მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობა,დასუფთავდება სკოლის ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები,დაირგვება ნარგავები.გამოუშვებენ კედლის გაზეთს და დამუშავდება საკონფერენციო თემა,შეიქმნება საპრეზენტაციო სლაიდ-შოუ.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი,ენციკლოპედია,წიგნები,პროექტორი,ნარგავები,ფორმატის ქაღალდები.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):მოსწავლეთა დაყოფა ხდება ჯგუფებად. ბავშვები ასუფთავებენ სკოლის ეზოს და შემოგარენს.სკოლის ეზოში რგავენ ნერგებს,უსვებენ კედლის გაზეთს,ატარებენ შიდასასკოლო კონფერენციას გარემოს დაცვის შესახებ(მათ მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით).

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ბიოლოგია,სამოქალაქო განათლება.ისტ.შეძლონ უცხო ენაზე მოძიებული მასალის სხვისთვის გადაცემა,ნასწავლის გამოყენება პრაქტიკაში.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):გეოგრაფიის პედაგოგი მაია პირველი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maiapirveli1@gmail.com



პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:maiapirveli.blogspot.com

No comments:

Post a Comment